დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ნიუ-იორკში ვიზიტს მაქსიმალურად იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ქალაქში ვიქტორიასა და Gap-ის კოლაბორაციის აღსანიშნავად იმყოფება, მათ დრო პაემნისთვისაც გამოძებნეს. ვახშმისთვის დიზაინერის ერთ-ერთი საყვარელი რესტორანი, კორეულ-ამერიკული COQODAQ-ი შეარჩიეს.

ბექჰემები პაემნის სტილსაც ყურადღებით მიუდგნენ: მათ საკუთარი ყოველდღიური სამოსის ოდნავ უფრო დახვეწილი ვერსია წარმოადგინეს (ასევე დაგაინტერესებთ: "თავს უფრო ძლიერად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის ასაკში" - ვიქტორია ბექჰემის ჯანსაღი ცხოვრების წესის ცვლილების 4 ასპექტი 2000-იანი წლებიდან დღემდე).




ვიქტორიამ შავი სამოსისადმი სიყვარული ამჯერადაც დაადასტურა და თხელ მაისურსა და მიდი-კაბაზე გააკეთა აქცენტი, რომლის მძივებით გაწყობილი დეტალებიც სადღესასწაულო განწყობას აშკარად ქმნიდა. დიზაინერმა მონოქრომული სტილი აქსესუარებშიც შეინარჩუნა: მან არჩევანი მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელზე, Rick Owens-ის მასიურ სათვალესა და Hermès Mini Kelly-ს შავ ჩანთაზე შეაჩერა.
თავის მხრივ, დევიდმა Prada-ს ყავისფერი პიჯაკი, თეთრი მაისური, მუქი ლურჯი შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი მოირგო, ლუქი კი სათვალით დაასრულა.