კულტურა
კითხვის სავარაუდო დრო 2 წუთი

ორი განსხვავებული როლი, ერთი სტილი – ენ ჰეთევეის „Naked Dress“ ეპოქა წითელ ხალიჩაზე

ორი განსხვავებული როლი, ერთი სტილი – ენ ჰეთევეის „Naked Dress“ ეპოქა წითელ ხალიჩაზე

ენ ჰეთევეისთვის დატვირთული პრეს-ტური სტილისტურ ქაოსად არ ქცეულა – პირიქით, მსახიობმა ის მოდური ნარატივის შექმნის შესაძლებლობად აქცია. მაშინ, როცა ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ერთი პროექტის ესთეტიკაში იკარგებიან, ჰეთეუეიმ ერთდროულად ორი სრულიად განსხვავებული ფილმის პოპულარიზაცია ერთიან სტილურ ისტორიად გადააქცია.

2026 წელს მსახიობი პარალელურად წარადგენს როგორც The Devil Wears Prada 2-ს, ისე ფსიქოლოგიურ დრამა-თრილერს Mother Mary-ს – და სწორედ ამ კონტრასტმა აქცია მისი პრეს-ტური თანამედროვე წითელი ხალიჩის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოდურ ექსპერიმენტად. ერთი მხრივ, მაყურებელი ელოდება ენდი საქსის დაბრუნებას მოდის სამყაროში, მეორე მხრივ კი უფრო მუქ, ემოციურად ინტენსიურ კინოს. ჰეთეუეის გარდერობიც სწორედ ამ ორ განწყობას შორის მოძრაობს.

მსახიობმა და მისმა სტილისტმა, ერინ უოლშმა, არჩევანი განსხვავებულ მიდგომაზე შეაჩერეს — ფილმის პერსონაჟის სტილის პირდაპირი გამეორების ნაცვლად, თითოეული საჯარო გამოჩენა ჰეთევეის პირადი მოდური ხელწერის წარმოჩენას ემსახურება. შედეგად, პრეს-ტურის გარდერობი კოსტუმირებულ თამაშად კი არა, არამედ მსახიობის თანამედროვე იმიჯის გაგრძელებად იქცა

ამ პრეს-ტურის მთავარი ვიზუალური კოდი ე.წ. „naked dress“ გახდა – გამჭვირვალე, მსუბუქი ქსოვილების კაბები, რომლებიც ბოლო სეზონებში წითელი ხალიჩის ერთგვარ ძალაუფლების სიმბოლოდ იქცა.

ნიუ-იორკში გამართულ Mother Mary-ის listening party-ზე მსახიობი Calvin Klein Collection-ის 2026 წლის შემოდგომის პოდიუმიდან შერჩეული ბადისებრი კაბით გამოჩნდა, რომელსაც შავი ყვავილები ამშვენებდა. მხრებზე დაუდევრად გადაკიდებული პიჯაკი, oversized სათვალე და კლასიკური შავი აქსესუარები ლუქს მინიმალისტურ დრამატულობას მატებდა.