კულტურა
კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი

გუშინ, ნიუ-იორკში ერთ სივრცეში თავი მსოფლიოს უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა.

ამის მიზეზი გახმაურებული ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის პრემიერაა, რომელიც პირველი ნაწილის სიქველია.

2006 წელს გამოსულ ბევრისთვის საყვარელ ფილმში მთავარ როლებს ლეგენდარული მერილ სტრიპი და ენ ჰეთევეი ასრულებენ.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები ემილი ბლანტი და სტენლი ტუჩი.

ფილმის მეორე ნაწილმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობი კვლავ გააერთიანა.

მიუხედავად ვარსკვლავცვენისა, პრემიერა ყველაზე დიდი ყურადღება მერილ სტრიპმა მიიქცია, რომელიც ფილმში მირანდა პრისლის როლს ასრულებს, რომეlic მოდის ლეგენდარული ფიგურიs, ანა ვინტურის პროტოტიპია.

მერილ სტრიპი GIVENCHY-ის, 2026 წლის შემოდგომის კოლექციიდან, წითელ სამოსში იყო გამოწყობილი, რომლითაც წითელი ხალიჩაც კი დაჩრდილა.

ყოველთვის ფორმაში მყოფ სტრიპს აქსესუარად შავი დიდი ზომის სათვალე ქონდა შერჩეული.