Liquid Archive არის პროექტი/მუსიკალური კომუნიკაციის საშუალება, რომელიც წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებს სხვადასხვა პროფესიული სფეროები აერთიანებთ.
ნიკო – დიზაინერი, დიჯიტალ არტისტი და ყოფილი გრანჯ ბენდის ბასისტი . ნიკიტა – ფერმწერი, რომელიც რამდენიმე წელია მუსიკის კეთებითაა გატაცებული. ბაჩო მოგვიანებით შემოუერთდა პროექტს. პროდიუსერი, ხმის ინჟინერი და ამავე დროს ჯგუფი svansikh-ის წევრია.
ნიკო და ნიკიტა – “თავიდანვე გამოვნახეთ საერთო ენა და მალევე გადავწყვიტეთ შეგვექმნა მუსიკალური პროექტი. Liquid Archive-ის იდეაც ბუნებრივად წამოვიდა. მუშაობით და პატარა ექსპერიმენტებით ჩამოგვიყალიბდა საერთო ხედვა. პროცესის პარალელურად მეგობრისგან გავიცანით ჯგუფის ახალი წევრიც. ბაჩომ, როგორც გამოცდილმა მუსიკოსმა, გაიზიარა ჩვენი ხედვა, იდეები და გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა.”