კულტურა
კითხვის სავარაუდო დრო 3 წუთი

LIVING, IMAGINED – ფაბრიკის ახალი სივრცე და კამპანია

LIVING, IMAGINED – ფაბრიკის ახალი სივრცე და კამპანია

როგორ მოაწყობდი შენს ოთახს?

ფაბრიკის ჰოსტელის მეამბოხე და კრეატიული სულისთვის არასდროს არის საკმარისი სტანდარტული გარემო და ჩარჩოები.

ფაბრიკა თბილისი წარმოადგენს კულტურულ ცენტრს და არის Trans Europe Halles-ს წევრი. ის ძველი საბჭოთა სამკერვალოს-ფაბრიკის ტერიტორიაზეა დაფუძნებული და აერთიანებს კაფე-ბარებს, მაღაზია-სახელოსნოებს, არტისტების სტუდიებს, საერთო სამუშაო სივრცესა და რეგიონში ყველაზე დიდი ახალგაზრდულ ჰოსტელსა და შემოქმედებით სივრცეებს. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერს შეუძლია გაიცნოს ადგილობრივი კულტურა, ცხოვრების წესი, ახალი ადამიანები და ამავდროულად მონაწილეობა მიიღოს აქაურ აქტივობებსა და ღონისძიებებში. ფაბრიკაში ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან, იფიქრონ და იცხოვრონ.

ფაბრიკა აერთიანებს არა მხოლოდ საინტერესო სტუმრებს, არამედ საინტერესო ადამიანებსაც – ხელოვანებს, რომლებიც ქმნიან სტუმრებისათვის ახალ გარემოს. ფაბრიკის მოთამაშეები, არტისტები, გაერთიანდნენ ერთი მიზნისათვის ერთი კითხვით: “როგორ მოაწყობდი შენს ოთახს?” – იდეის ავტორებმა სრული თავისუფლება მიანიჭეს სამ ქართველ ხელოვანს, გოგიკო საყვარელიძეს, მაქსიმე მაჩაიძესა და გელა წულაძეს, რათა პირადი სივრცე, ოთახი და სახლი მხოლოდ გახსნილი გონებითა და სრული თავისუფლებით მიიღწევა.

სამივე ოთახი წარმოადგენს ავტორების შინაგან სამყაროს, მათ ფიქრებსა და პირად სივრცეს, სახლს, სადაც თავმოყრილია მათი ნამუშევრები, პირადი ნივთები და სიმყუდროვე.

გოგიკო საყვარელიძე: “სახლი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანის, როდესაც სახლში მყუდროებაა, ესეიგი შენც შინაგანად მყუდროდ ხარ ამ ყველაფერთან”. ზუსტად ამგვარი მყუდროების შესაქმნელად არტისტმა ოთახში შემოიტანა საკუთარი ნივთები, დეტალები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციები, რათა სტუმარმა ვიღაცასთან სახლში და არა სასტუმროში იგრძნოს თავი.

გელა წულაძის შემთხვევაში, ბავშვობიდან, მისი შემოქმედებითი სივრცე, არის მისი პირადი ოთახი, საძინებელი, რომელიც პროექტ LIVING, IMAGINED-ის ფარგლებში, ფაბრიკის ნომერში გადმოიტანა. მისი შინაგანი ხედვა ფერებით იწყება და ზუსტად ეს ფერები შემდგომ უკვე ქმნიან შემოქმედებისათვის კომოფრტულ გარემოს.