კულტურა
კითხვის სავარაუდო დრო 2 წუთი

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი ევექსი ჰოსპიტლებისგან

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი ევექსი ჰოსპიტლებისგან

მთელი მსოფლიო კოვიდთან ერთად პოსტკოვიდურ სინდრომსაც ებრძვის, რომელიც უამრავ კოვიდგადატანილ პაციენტში გამოვლინდა. საკუთარი თუ ახლობელი ადამიანების მაგალითზე კარგად დავინახეთ, რომ კოვიდი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ არამედ, ფიზიკურ სისუსტეებსაც ტოვებს, რასაც აღმოჩენა და მკურნალობა სჭირდება. სწორედ ამ მიზნით, ევექსი ჰოსპიტლების ბაზაზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდის შემდგომი 7 ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა, უფრო მეტს კი ევექსი ჰოსპიტლების წარმომადგენელთან ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მოგვიყევით რატომ გაჩნდა იმის საჭიროება, რომ ასეთი პორტალი შემქნილიყო?

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კოვიდის შემდგომი სიმპტომების მკურნალობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

სწორედ ამ მიზნით, ევექსი ჰოსპიტლების ბაზაზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდის შემდგომი 7 ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა. ხოლო მათი მკურნალობის მეთოდებისა და გამოცდილების მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტისთვის გასაზიარებლად, გაციფრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. შესაბამისად, ეს ცენტრები www.checkcov.ge პლატფორმის გარშემო საკუთარი გამოცდილებით გაერთიანდნენ.

როგორ უნდა მიხვდეს კოვიდგადატანილი პაციენტი სჭირდება თუ არა ცენტრის დახმარება?

ზოგადად, ნებისმიერი კოვიდგადატანილი პირისთვის რეკომენდებულია საბაზისო ჩექ-აფ გამოკვლევის ჩატარება, რომელიც პლატფორმის საშუალებით 65% იანი ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი, სტანდარტულთან შედარებით

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ-გადატანილი პირების უმეტესობას, რჩება კონკრეტული სიმპტომები, რომელთა მკურნალობაც ინდივიდუალური მიდგომით ხდება. თერაპევტთან როგორც ონლაინ, ასევე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრში, კონსულტაცია უფასოა. შესაბამისად ნებისმიერ კოვიდ-გადატანილ ადამიანს შეუძლია ესტუმროს ცენტრს და საკუთარი სამედიცინო შემთხვევის შეფასებით, თერაპევტთან ერთად დაგეგმოს სამკურნალო კურსი.

რა ტიპის მომსახურეობას შესთავაზებთ დაინტერესებულ პირებს?

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები 3 ძირითად შეთავაზებას მოიცავს: ჩექ-აფ გამოკვლევა; პაკეტები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის და სარეაბილიტაციო პაკეტები ბალნეოლოგიურ კურორტზე

პლატფორმის საშუალებით კი მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, შესაძლებლობა შეავსონ Covid 19-ის კითხვარი ზოგადი ჩივილების გათვალისწინებით, მიიღონ რეკომენდაციები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნულიდან გამომდინარე ისარგებლონ სხვადასხვა ბენეფიტებით:

  • თერაპევტის უფასო კონსულტაცია როგორც online, ასევე ცენტრში ვიზიტის შემთხვევაში;
  • ანტისხეულების უფასო ტესტი (პირველი 300 მომხმარებლისთვის);
  • უფასო ფსიქოლოგიური ჯგუფური სეანსები;
  • მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებულ რეკომენდაციები და შეთავაზებები.

ჯანმრთელობის საფუძვლიან კვლევაზე კი ცენტრებში უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებით გადამზადებული ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრებში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება.